სალომე ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს - ანჯაფარიძე


     ,,როგორც ვთქვი, სალომე ზურაბიშვილი ავადმყოფურად განიცდის, რომ პრეზიდენტი აღარ არის და ოპოზიციას ეტენება, ოპოზიციურ "ბაბლთან" ბოლო შეხვედრები მისივე ინიციატივით შედგა. შედეგი დიდი ვერაფერი"- ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.

    მისი თმით, ზურაბიშვილი  ოპოზიციის ლიდერი ვერ გახდება, რადგან თავად ოპოზიციას არ სურს.

    შეხვედრიდან გამოსულმა ერთერთმა მონაწილემ უნებლიეთ გაამხილა, თუ რატომ მივიდა სალომესთან ოპოზიცია. ჩვენ ზურაბიშვილი გვჭირდება როგორც გამტარიო - ანუ დასავლეთთან მთავარი დამსმენიო.

    სხვათა შორის, ზუსტად ასეთ "გამტარად" გამოიყენა ოპოზიციამ ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა მისივე თანხმობით, როდესაც წაგებულ არჩევნებზე აძახებინა გაყალბდაო, რადგანაც დასავლეთში ვიღაცეები სალომეს სიტყვებს უფრო ენდობიან ვიდრე აქაური "ოპო-ბაბლის." 

     სალომე ვერ გახდება ოპოზიციის ლიდერი, იმიტომ რომ თავად ოპოზიციას არ სურს ეს. მათი ურთიერთობა იქნება დამყარებული "ხელი ხელს ბანს" პრინციპზე, მანამდე ვიდრე წყალი არ შეუწყდებათ"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.