რომელი დიქტატურა დაუშვებს, რომ ქვეყანაში თავისუფლად იმუშაონ ფონდებმა, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ანტი-სახელისუფლებო აქციებს. ექს-პრემიერ გილაურის შექმნილი Prosperity Georgia, ნანუკა ჟორჟოლიანის „ნანუკას ფონდი,“ ფონდი „ერთმანეთისთვის,“ ფონდი „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი,“ გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ შექმნილი ფონდი და ახლახან შექმნილი ფონდი freedonation.ge"- ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე წერს.
მისი თმით, დიქტატურის პირობებში, რუსთაველზე პროტესტი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.
ბოლო დროს ოპოზიციის და მასთან აფილირებული სუბიექტების (არ მოტყუვდეთ, არავითარი განსხვავება მათ შორის არ არის, ყველა ერთია) სიტყვის მასალად იქცა „დიქტატურა,“ „ავტოკრატია.“ რამდენიმე დღის წინ ვამხილე ამ ნარატივის სრული აბსურდულობა - როგორ შეიძლება დიქტატურის პირობებში თავისუფლად ოპერირებდეს მინიმუმ 20 ოპოზიციური ტელეარხი თუ ონლაინ მედია!? დიქტატურა ქვეყანაში არ აჭაჭანებს არც ოპოზიციურ პარტიებს და არც ოპოზიციურ აზრს.
სხვათაშორის, დიქტატურის პირობებში, რუსთაველზე პროტესტი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. მაგალითები თუ როგორ იქცევიან დიქტატურები მსგავს შემთხვევებში, არაერთი გვაქვს"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
