ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების 90%-ზე მეტს აუქმებს


     ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის საგარეო დახმარების 90%-ზე მეტს აუქმებს. "ასოშიეთედ პრესის" ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცვლილებები შიდა მემორანდუმსა და ფედერალურ სასამართლოში შეტანილ განაცხადში დააფიქსირა.

     განაცხადის თანახმად, უქმდება საგარეო დახმარების კონტრაქტების 90%-ზე მეტი, რაც დაახლოებით 60 მილიარდი დოლარია.

     საერთო ჯამში, უკვე გაუქმებულია იუესეიდის 5 800-მდე გრანტი, ჯერჯერობით შენარჩუნდა დაახლოებით 500 პროექტი.