სამწუხაროდ, უკრაინაში უკრაინელ ლომჯარიას დაუჯერეს და ბომბების წვიმა აირჩიეს - მაჭარაშვილი


     "სამი წლის თავზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად სწორი, პრაგმატული პოლიტიკა იყო, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო ვერ დაუწესებდა სანქციებს რუსეთის ფედერაციას," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

    "ამას მეორე დღიდანვე მოყვა მეორედ მოსვლა კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში", "ენჯეო" სექტორში და "ენჯეო" სექტორის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ისიც კი თქვა, რომ ამ სირცხვილსო, რომ ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთს და ამით არ ვეხმარებით უკრაინასო, ჯობია, რომ ბომბების წვიმა იყოს საქართველოშიო.

     სამწუხაროდ, უკრაინაში უკრაინელ ლომჯარიას დაუჯერეს და ბომბების წვიმა აირჩიეს. სამი წლის თავზე, უკრაინამ მიიღო დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით ათასი განადგურებული, დაღუპული ადამიანი, ბუნდოვანი მომავალი და განადგურებული ეკონომიკა. ამ ყველაფრის ფონზე, რისთვისაც დააწყებინეს ომი და წააქეზეს, მკაცრი უარი მიიღეს ამერიკიდან NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ფულსაც აქეთ ახდევინებენ. ასეულობით ათასი ადამიანი ჰყავთ დაღუპული. ეს არ გვინდოდა ჩვენ ზუსტად არც უკრაინაში და, მითუმეტეს, არ გვინდოდა საქართველოში," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.



წყარო: 1 tv