აი ამ კონკრეტულ განცხადებას, რასაკვირველია, ჰქვია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა, შესაძლოა ახალი არჩევნები იყოს.
„თავისი კონკრეტული ამოცანა აქვს საფრანგეთის ადმინისტრაციას. მას თავისი ინტერესი აქვს - ლიდერობის დამკვიდრება ევროპაში და რასაკვირველია, საქართველო საგანგებოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ არა როგორც ქვეყანა, არა როგორც საზოგადოება, არამედ როგორც ტერიტორია. ამ ადამიანებისთვის, „დიფ სთეითის“ წარმომადგენლებისათვის აქ ხელისუფლების ცვლილებით, მათი ინტერესების გატარება შესაძლებელია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
