"წაგების რომ ეშინიათ და ზოგადად სულ წაგებულები რომ არიან, ამაზე ფაქტები მეტყველებს" - ასე ეხმაურება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ განსხვავებულ პოზიციებს.
მისი თქმით, ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარცხის ეშინია.
"წაგების რომ ეშინიათ და ზოგადად სულ წაგებულები რომ არიან, ამაზე ფაქტები მეტყველებს. 2021-შიც დამარცხდა კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამის ეშინიათ ზუსტად. რა თქმა უნდა, ეს ჭინთვები ექნებათ ზაფხულამდე პერიოდში და შემდეგ ზაფხულში მათი დიდი უმრავლესობა იტყვის, რომ მივიღოთ მონაწილეობა," - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
