სააკაშვილს უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ეკუთვნის, დიდი ალბათობით სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება - ანჯაფარიძე


     მე თუ მკითხავთ, სააკაშვილს უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობა ეკუთვნის, რადგანაც საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვა, მხოლოდ ერთი ეპიზოდია მის დანაშაულებრივ საქმიანობაში, რასაც ის პრეზიდენტობის დროს ეწეოდა და სადაც სამშობლოს ღალატის ნიშნები იკვეთება,"- ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.

     მისი თქმით, როდესაც ნაცმოძრაობის მმართველობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნებს დადებს, დიდი ალბათობით სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება.

     ,,როდესაც ნაცმოძრაობის მმართველობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნებს დადებს, დიდი ალბათობით სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდება.

     სააკაშვილის და მისი გარემოცვის ფუფუნებისთვის თანხების ფლანგვა არავისთვის უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, იმდენად ხელისგულზე დევს ყველაფერი. დეტალებს აღარ მოვყვები

     ნაცების და მათი სატელიტი ოპოზიციური პარტიების მიერ ისრების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა, და რუსული ფაქტორით მანიპულირება კი იმდენად გადაღეჭილი თემაა, რომ მათ მომხრეებსაც კი აღარ სჯერათ.

     და ბოლოს, სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოო წერტილი დაესვა დასავლეთში დაწყებულ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას,"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.