იონათამიშვილი: ოპოზიცია გარე ძალების მხრიდან გაკონტროლებულია, ხოლო ქართული საზოგადოებისთვის – გაკოტრებული


     პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია დღეს განადგურებულია და მათ პოლიტიკაში ყოფნას აზრი არ აქვს.

     იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია მიღებული დავალებების შესრულებაშიც კი მარცხდება.

     „ამ ადამიანების პოლიტიკაში ყოფნას არც ერთად აქვს აზრი და არც ცალ-ცალკე, რადგან შედეგი არ იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში, გაკოტრებულ-განადგურებულია ოპოზიცია, რაც დაიმსახურეს კიდეც. ისინი თვითაქტუალიზაციისთვის რა დავალებას მიიღებენ და მის შესრულებას როგორც არ უნდა ეცადონ, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველ ჯერზე მათი შეფასება ორიანია. ისინი საკუთარი დავალებების შესრულებაშიც კი მარცხდებიან. ერთად იქნებიან, თუ ცალ-ცალკე, აზრი არ აქვს, რადგან მათ პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. ოპოზიცია გარე ძალების მხრიდან გაკონტროლებულია, ხოლო ქართული საზოგადოებისთვის – გაკოტრებული. ისინი ძალიან უინტერესო ადამიანები არიან, რომელთაც, როგორც პოლიტიკოსებს, ვადა დიდი ხანია, გაუვიდათ“, – განუცხადა იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.



წყარო: https://1tv.ge/news/rati-ionatamishvili-opozicia-rogorc-ar-unda-ecados-mighebuli-davalebis-shesrulebas-sazogadoebam-icis-rom-yovel-jerze-mati-shefaseba-oriania/