არგენტინაში აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა - ბუენოს აირესში, ეროვნული კონგრესის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის საპენსიო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მოხდა შეტაკება სამართალდამცველებთან, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
დასავლური მედიის ცნობით, აქციები პენსიონერების ორგანიზებულია. დემონსტრანტები პენსიების ზრდასა და პრეზიდენტისგან უფასო მედიკამენტების შემცირების გაუქმებას ითხოვენ.
ხავიერ მილეიმ, 2023 წლის ბოლოს, პენსია მნიშვნელოვნად შეამცირა.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/308622
