საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, ეს ხელს მისცემდა იმ ძალებს, რომელთაც "დიფ სთეითი" ჰქვიათ - გორდულაძე


     "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც უკრაინაშია, ეს ხელს მისცემდა "დიფ სთეითს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

     "საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, იგივე უბედურება თუ დატრიალდებოდა, რაც ახლა უკრაინაშია, ეს ხელს მისცემდა იმ ძალებს, რომელთაც "დიფ სთეითი" ჰქვიათ. ფიქრობდნენ, რომ ამით რუსეთს დააზიანებდნენ, მაგრამ არაფრად არ დაგიდებდნენ ქართველი ბავშვების, დედებისა და მშობლების პირდაპირ განადგურებას. ამაზე პასუხი მარტივია - "მერე რა," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.