საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საბერძნეთში ვიზიტი დაიწყო. მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
ეს არის პლატფორმა, სადაც პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე შავი ზღვის გაზრდილი რეგიონული და გლობალური როლის შესახებ, ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც განიხილავენ საქართველოს როლს ევროკავშირის გაფართოების პროცესში.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა გამომდინარე იქიდან, რომ მასში მონაწილეობას იღებენ როგორ პოლიტიკოსები, ასევე ექსპერტები. განიხილება ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მე შესაძლებლობა მექნება, მონაწილეობა მივიღო რამდენიმე პანელურ დისკუსიაში, რაც კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ საქართველოსვე აქტუალურ საქმეებზე გაკეთდეს აქცენტი", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
