ნუ ელოდებით, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს - კალაძე


     ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებთან დაკავშირებით შეკითხვას.

     როგორც კალაძემ აღნიშნა, ის, რაც დედაქალაქში გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა, უცხოეთიდან იმართებოდა.

     „ნუ ელოდებით, რომ რაიმე ტიპის განცხადება გაკეთდება, რადგან ის, რაც დედაქალაქის ქუჩებში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხდებოდა უცხოეთიდან დაფინანსებით. ეს იყო, ჩვეულებრივად, პოლიტიკური პროცესი და მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების. შესაბამისად, ნუ გექნებათ იმის მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და დაგმობს პოლიციელებზე თავდასხმას – იმ უბედურებას, რაც ხდებოდა პეტარდების, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლით. ეს, რა თქმა უნდა, მოდიოდა უცხოეთიდან, უცხოური თანხებით და იყო უცხოეთიდან ორგანიზებული რევოლიციური სცენარი, თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან დღეს სახელმწიფო და მისი ყველა ინსტიტუცია მოწოდების სიმაღლეზეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.