კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება - ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ - ხაბეიშვილი


     ამათი დღეები დათვლილია. კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით, ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

     ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა ძალადობრივ ქმედებას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. „კადიროვის გროზნო და ივანიშვილის თბილისი ბანდფორმირებები, ნიღბიანები, შავ ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები. საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან – როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ. შიგნით, საკუთარ ბანდას, ჯგუფს – აჩვენებენ, რომ ძლიერად არიან და ჯერ კიდევ აქვთ ძალისმიერი მეთოდების თავი. ამას აყურებინებენ თავიანთ დამონებულ-დაჩმორებულებს, რომ არ დაიწყოს დასაძირად განწირული გემიდან გაქცევა! რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია! კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით! – ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.