დღეს რეპრესირებული ფოტოგრაფების: აბდალაძის და გედენიძის მონათხრობმა კიდევ ერთხელ განაახლა ის ჭრილობები, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა მიღებული იმ საშინელი ცხრა წლის განმავლობაში"- ამის შესახებ, ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გლდანში ნაცებს შექმნილი ჰქონდათ ტიპიურ ,"კონცლაგერი", სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ხოცავდნენ გაუგონარი, ურჯუკული, შუასაუკუნეობრივი მეთოდებით.
,,სახეზე არის საქართველოში არსებული ფაშისტური რეჟიმის მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული და ჩადენილი სხვადასხვა სახის დანაშაულობები, რომელთაც ანალოგია გააჩნდათ 1933-1945 წლების ფაშისტურ გერმანიაში.
გლდანში ნაცებს შექმნილი ჰქონდათ ტიპიურ ,"კონცლაგერი", სადაც ადამიანებს აწამებდნენ და ხოცავდნენ გაუგონარი, ურჯუკული, შუასაუკუნეობრივი მეთოდებით.
ამიტომაც ვფიქრობ უპრიანი იქნება გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე გამოიყოს ადგილი და გაკეთდეს შესაბამისი მუზეუმი(ოსვენციმის მსგავსი), რომელსაც ნახავს მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები განსაკუთრებით კი მომავალი თაობები. რათა აღარასოდეს არ განმეორდეს მსგავსი უბედურებები,"- წერს ედიშერ გვენეტაძე.
