საჯარო სივრცეში უკვე შემოაგდეს ხელახალ არჩევნებზე პლებისციტის ჩატარების თემა, მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჯიქურ მოთხოვნა არ გაუვიდათ, აქტიური გარე მხარდაჭერის მიუხედავად,"-ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, ახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, იგივე შედეგებით დასრულდება, როგორც წინა.
,,როგორც ჩანს, პლებისციტის იდეის ავტორებს სჯერათ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა პლებისციტზე ახალ არჩევნებს მხარს დაუჭერს, იქ დასავლეთი ჩაერევა, და აქვთ მოლოდინი, რომ ახალ არჩევნებს რადიკალური ოპოზიცია მოიგებს. თუმცა, მათი ეს იმედი ფუჭია. მორიგი იმედგაცრუება ელით.
ხელისუფლება რომც დათანხმდეს მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარებას, ის იგივე შედეგით დასრულდება როგორითაც არჩევნები, როდესაც ამომრჩეველმა უარი უთხრა ევროპის სახელით მოქმედ "ომის პარტიებს" და მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას.
ამას გარდა, ამ ხნის განმავლობაში რადიკალურმა ოპოზიციამ მისი რადიკალიზმით და მარგინალიზაციით (თუნდაც რუსთაველის გამზირის უაზრო გადაკეტვებით), კიდევ უფრო გაიუარესა ელექტორალური მდგომარეობა,"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.
