კახეთის პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა


     კახეთის პოლიციამ 4 ნარკორეალიზატორი დააკავა. სამართალდამცველებმა მათგან ნარკოტიკი საკონტროლოდ რამდენჯერმე შეისყიდეს და ფაქტი ფარულად ჩაწერეს.

     მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია „ბუპრენორფინი“, "ალფა-პვპ" და „მარიხუანა“. დანაშაული 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.