"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს


     „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

     პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

     ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ასევე იკავებდა 2021-2024 წლებში.