,,გუშინდელმა ორი ზესახელმწიფოს ლიდერების სატელეფონო საუბარმა მკაფიო გახადა ის, რომ ომი უკრაინაში მალე დასრულდება. აქედან გამომდინარე კი დღევანდელ ლიბერასტულ-ფაშისტურ ევრობიუროკრატიას დიდი დრო არ უწერია. უკრაინის ომის დასრულებიდან მოკლე ხანში დღევანდელი ევრობიუროკრატია ხუხულასავით ჩამოინგრევა"- ამის შესახებ ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თმით, სულ მალე, ევროპის ცენტრებში საქმეები აღიძვრება ბრიუსელელ მაღალჩინოსნებზე.
,,რატომ? იმიტომ რომ დღევანდელი ევრობიუროკრატია ამ ომზე დგას. ამ ომით აკეთებს ფულს და იხანგრძლივებს სიცოცხლეს. აშშ-ს გარეშე ეს ომი კატასტროფულად დამთავრდება ევრობიუროკრატიისათვის. ვინაიდან მთავარი მოქმედი ამ ომში იყო და არის ვაშინგტონი. უბრალოდ, როგორც კი შეწყვეტს ოვალური კაბინეტი სადაზვერვო ცნობების მიცემას კიევისათვის უმალ ფონ ლაიენ- ზელენსკის ხროვა იმ ქვეყნად გაემგზავრება, როგორც პოლიტიკურად ისე დიდი ალბათობით ფიზიკურადაც. ამის ნიშანი უკვე გამოკრთა ურსულას მიმართ "ფაიზერზე" გაცოცხლებული საქმე... ქალბატონ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისია უვერტიურაა ევრობიუროკრატიისათვის. სულ მალე ნახავთ ევროპის ცენტრებში რა საქმეები აღიძვრება ბრიუსელელ მაღალჩინოსნებზე და რა სასამართლო პროცესები დაიწყება.
ისე, რომ იცოდეთ წვეთი წყალივით ჰგავს 2008 წლის აგვისტო და 20024 წლის 22 თებერვალს დაწყებული და დღემდე უკრაინაში მიმდინარე ომები ერთმანეთს. თუნდაც ასეთი ზუსტი მსგავსებით. სახელდობრ, 2008 წელს არავინ არ შეკითხვია მიშას ომის დასრულებას. აშშ-მ გამოაგზავნა სარკოზი მოსკოვში და დასრულდა ომი. იგივეა ახლაც. კაცისშვილი არ ეკითხება სააკაშვილის კლონ-კლოუნ ზელენსკის ბალი შაური თუ ათი შაურია ბაზარზე. მოილაპარაკეს ამ ომის რეალურმა მონაწილებმა და სრულდება გადანაწილება.
ამიტომაც აყეფდნენ აქაური მეხუთე კოლონელები, ვინაიდან ხედავენ რომ მათი ბედი გადაწყვეტილ-განწირულია. მსოფლიო გადანაწილება უმოკლეს პერიოდში დასრულდება. საიდანაც საქართველო საერთოდ მსხვერპლის გარეშე გამოდის. რასიც უდიდესი დამსახურებაა ბიზინა ივანიშვილის და მის მიერ შექმნილი და მყარად ცამოყალიბებული "ქარტული ოცნების" გუნდის.
ბევრ უჭკუოს ან კიდევ ჭკუასაცდენილს, კიდევ ერთხელ ვურჩევ (უკვე მერამდენედ) გადაახვიოს და ნახოს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები 2024 წლის 24 აპრილს პარლამენტის წინ და ტელეკომპანია "იმედზე" 2024 წლის 21 ოქტომბერს. ვინც კიდევ ვერ მიხვდა, რას ვწერ იმის ცნობიერების საშველი არ იქნება და მე კი არა ვერ უშველის დღემდე დედამიწაზე არსებული ვერავითარი ექიმი და ვერანაირი მ ა რ შ ი"- წერს ედიშერ გვენეტაძე.
