არც ბოკუჩავას და არც იოსელიანს საგამოძიებო უწყებისთვის განცხადებით არ მოუმართავთ - შსს


     "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ მოიტაცეს და მასზე ძალადობა განახორციელეს.

     "რუსთავი 2" დაინტერესდა, აღნიშნულის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ან მისმა მეუღლემ, მიაწოდეს თუ არა ინფორმაცია სამართალდამცველებს. როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათთან შეტყობინება არ შესულა, ხოლო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დაუყოვნებლივ მოხდა კოტე იოსელიანის საგამოძიებო ორგანოში დაბარება.