ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ზღვარსგადასული უსამართლობის მორიგ მსხვერპლს, მათე დევიძეს - მიხეილ სააკაშვილი


     ,,ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ზღვარსგადასული უსამართლობის მორიგ მსხვერპლს, მათე დევიძეს, რომელსაც სჯიან საქართველოს სიყვარულისთვის!" - ამის შესახებ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

     ,,მას, როგორც ყოველთვის სრულიად გაუგებარი ბრალდებებით დღეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ქართველი ხალხი ჩამოიცილებს რუსულ ხელისუფლებას და მათე თავისუფალი იქნება,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.