როგორც ჩანს, მათი გარე უფროსები ამ არჩევნებში ფსონს ძირითადად აკეთებენ "ლელოზე" და გახარიაზე - ლევან მაჭავარიანი


     "როგორც ჩანს, მათი გარე უფროსები ამ არჩევნებში ფსონს ძირითადად აკეთებენ "ლელოზე" და გახარიაზე, ვინაიდან, ისინი, რა თქმა უნდა, პირდაპირ სისხლიან რეჟიმთან კავშირში არ არიან და ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ხმის ამოღების საშუალება ექნებათ, თუ მათზე გააკეთებენ ფსონს", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს. 

     მისი თქმით, მცდელობების მიუხედავად, ოპოზიცია დამარცხდება არჩევნებში და 64-ვე მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. 

     "ორი ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა ამ კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობაში", ოთხ რადიკალურ პარტიას შორის. ვინაიდან, დანარჩენი ორი პარტია კვლავ იგივე აზრზე დგას, რომ მათ არ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, გამოაცხადონ ბოიკოტი. თუმცა, როგორც ჩანს, მათი გარე უფროსები ამ არჩევნებში ფსონს ძირითადად აკეთებენ "ლელოზე" და გახარიაზე. ვინაიდან, ისინი, რა თქმა უნდა, პირდაპირ სისხლიან რეჟიმთან კავშირში არ არიან და ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ხმის ამოღების საშუალება ექნებათ, თუ მათზე გააკეთებენ ფსონს. თუმცა, ისინი იმასაც რა თქმა უნდა, გაზომავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და "ახალის" არ მიღების შემთხვევაში, თუ მათი ხმები ვერ გადანაწილდება ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის პარტიებზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ამ ორ პარტიასაც დაავალებენ აუცილებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მნიშვნელობა არ აქვს, 4 პარტიად გაიყვანენ თუ კიდევ 8 პარტიად დაშლიან თუ ერთი პარტიის გარშემო გააერთიანებენ, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/317071