მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი, საგუშაგო არ უნდა გაკეთებულიყო - ვახტანგ გომელაური


     ვახტანგ გომელაური გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა გამოძიების კითხვებს ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით უნდა უპასუხოს.

     საქმე ეხება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას 2019 წლის აგვისტოში გაცემულ ბრძანებას - კერძოდ, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნას. ვახტანგ გომელაურმა გამოკითხვაზე შესვლის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

     "მე ხომ არ ვიცი, რა აინტერესებთ? რომ გამოვალ, განცხადებას გავაკეთებ. მე, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვიყავი, არ უნდა გაკეთებულიყო," - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/317082