აწუხებს ამ კაცს ლიდერობის ამბიცია და რა ქნას! - ზაალ ანჯაფარიძე მამუკა ხაზარაძეზე


     აწუხებს ამ კაცს ლიდერობის ამბიცია და რა ქნას! იშოვნა ბევრი ფული და ეხლა უნდა ამ ფულით პოლიტიკური ლიდერობა იყიდოს. "ოქროს თევზის" ზღაპრის გმირისა არ იყოს, ეტყობა ერთი პარტიის ლიდერობა აღარ აკმაყოფილებს"- ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს.

     ,,შარშან მცირე ხნით დაიკმაყოფილა ამბიცია და ჯუჯა პარტიებისგან რაღაც კოალიცია შეაკოწიწა, რომელიც ხელში შემოეშალა, ან შეიძლება თავადაც დაშალა, როცა მიხვდა, რომ აქედან ვერაფერს მისთვის სასარგებლოს ვეღარ გამოადნობდა. 

     ეხლა ისევ მოუარა ლიდერობის ქავილმა და გადაწყვიტა არა მხოლოდ სალომეს ჩრდილიდან გამოსვლა, არამედ მისი ჩაჩოჩებაც, ახალი ალტერნატიული პლატფორმის გამოცხადებით. სხვათაშორის, ამ სვლით ხაზარაძე ცდილობს უკან გადასწიოს ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე პაატა ბურჭულაძეც. 

     ხაზარაძე კი ამბობს ყასიდად, ბევრი კომპრომისისთვის ვართ მზადო, მაგრამ ნებისმიერ შემთხევაში, ეს ახალი პლატფორმა, თუკი შეიქმნა, მაინც მის სახელს დაუკავშირდება და ის იქნება იქ პირველი ვიოლინო,"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.