აიათოლა ალი ხამენეიმ შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს - ისრაელ კაცი


     ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ შესაძლოა, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.

     როგორც თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ისრაელ კაცმა განაცხადა, ირანმა უნდა შეწყვიტოს ომის დანაშაულის ჩადენა და ისრაელის მოქალაქეების მისამართით რაკეტების სროლა.

     „მას უნდა ახსოვდეს, რა მოუვიდა დიქტატორს ირანის მეზობელ ქვეყანაში, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგო გეზი აიღო. ჩვენ დღესაც გავაგრძელებთ მოქმედებას რეჟიმის სამიზნეებისა და სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ თეირანში, ისევე როგორც ეს გავაკეთეთ პროპაგანდისა და წაქეზების გამავრცელებელი ორგანოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

     ისრაელ კაცმა ასევე მოუწოდა თეირანის მცხოვრებლებს ევაკუაცია მოახდინონ იმ რაიონებიდან, რომელთა დატოვების ინსტრუქციასაც მათ ისრაელი თავდაცვის ძალები აძლევენ.

     „თეირანის მცხოვრებლებო, არ ჩაიგდოთ საფრთხეში თავი და ნუ გადაიქცევით დიქტატორის მძევლებად, რომელიც თქვენ გადასარჩენად გიყენებთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.



წყარო: https://1tv.ge/news/israel-kaci-aiatola-ali-khameneim-shesadzloa-sadam-huseinis-bedi-gaiziaros/