"პირველი დაბარების შედეგად, ოცნებამ ვერ მიაღწია საკუთარ მიზანს. აქედან გამომდინარე, იბარებენ უკვე მეორედ და იმედია, უკეთ მოემზადებიან მეორე შემთხვევაში" - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარია, პერსონალურად გადაწყვეტს, მივიდეს, თუ არა საგამოძიებო კომისიი სხდომაზე.
,,რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ისევე როგორც პირველ ჯერზე, გიორგი გახარიამ პერსონალურად გადაწყვიტა მისულიყო თუ არა საგამოძიებო კომისიაზე და ეპასუხა თუ არა იმ შეკითხვებისთვის, რომელიც ამ კომისიის ფორმატში იყო დასმული. გიორგი გახაირია პერსონალურად გადაწყვეტს, მიიღოს მონაწილეობა თუ არა ამ პროცესში," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი.
