მინდა მივესალმო ნაციონალური მოძრაობის ახალ ინიციატივას ინტერნეტ სივრცეში გააქტიურებასთან დაკავშირებით - მიხეილ სააკაშვილი


     მინდა მივესალმო ნაციონალური მოძრაობის ახალ ინიციატივას ინტერნეტ სივრცეში გააქტიურებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა ვებ პლატფორმების ათვისება, ვიცი რომ ამ მიმართულებითაც ბევრი სიახლე იგეგმება ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან. მინდა ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს," - ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.

     მისი თქმით ,,როცა ივანიშვილი სულ უფრო იმყარებს დიქტატურას, დევნის თავისუფალ აზრსა და მედიას, თითოეული ასეთი თავისუფალი მედია პლატფორმა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ხდება".

     ,,თითოეული მსგავსი ნაბიჯი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩემი პარტია იყო, არის და იქნება ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგე. აქვე, ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც საქართველოში რუსული კოშმარის დასრულება სურს.

     პ.ს. გაწეული შრომისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ლევან სანიკიძეს და ჩვენი ახალგაზრდების გუნდს. წარმატება და გამარჯვება საქვეყნო საქმეში!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.