8 თვე პატიმრობა - საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, 2 წლით აეკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.
ხაზარაძესთან და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან ბადრი ჯაფარიძესაც. მუხლი ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
განაჩენამდე, ჯაფარიძე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20-ათასიანი გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს; 50 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა.
