სომხური მედიის ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს


     სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს - ამის შესახებ სომხური მედია წერს. მათივე ცნობით, მთავარეპისკოპოსს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

     აჯაფახიანს წარდგენილი აქვს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც ხელისუფლების დამხობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის მიზნით საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.

     მთავარეპისკოპოსი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.



წყარო: რუსთავი 2