ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს ავრცელებს. შათირიშვილი "დიფ სთეითის" გეგმებზე და ხელისუფლების შეცვლის სურვილზე საუბრობს.
წერს, რომ "დიფ სთეითის" სცენარით, სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების მოშორების შემდეგი გზა რევოლუციაზე გადის, შანტაჟში კი აქტიურად არიან ჩართული დიპლომატები.
შათირიშვილის წერილს გამოეხმაურნენ "ქართულ ოცნებაში". პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, კონკრეტული ელჩები ოპოზიციონერ ლიდერებს მხარს უწერენ, რაც მათ კომპეტენციას სცდება.
"გვაქვს მოცემულობა, სადაც ხელმოცარულები და უსამშობლოები, რომელთაც რევოლუციის არაერთი მცდელობა ჰქონდათ, დარჩნენ ისევ ხელმოცარულებად.
ახლა ამ რადიკალებს ჩაენაცვლათ გარკვეული ქვეყნების ელჩები. ფაქტობრივად მათი ფუნქცია აიღეს თავის თავზე, უფრო მეტიც, კი შეწყვიტა გედიმ და ქალბატონმა ელენემ შიმშილობ, მაგრამ გერმანიის ელჩმა, ფიშერმა ხომ არ გააგრძელა-მეთქი, იმდენად არის მოწადინებული. გაუგებარ მოძრაობებს აკეთებს, ანუ გაცდა ელჩის ფუნქცია-მოვალეობებს.
ყველა კანონი აქვს დარღვეული, საერთაშორისო კონვენცია, შესაბამისად, ეს ერთ რამეზე მეტყველებს, დღის წესრიგიდან არ არის მოხსნილი, რომ აქ რევოლუციური სცენარი განხორციელდეს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
