ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, განცხადება ელჩის მხრიდან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, არის შეურაცხმყოფელი და სცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს.
„დღეს, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, როგორიცაა პეტერ ფიშერი. მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ და არ უნდა აძლევდეს საშუალებას ქვეყანა, იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი. ეს დამაზიანებელია, პირველ რიგში, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენს. ჩვენ გერმანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს. როდესაც ვხედავთ თავხედობას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ელჩის მხრიდან, ეს ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და სცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
