სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა​ ზვიად კუპრავა დააკავა


     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

     კუპრავას დაკავება უკავშირდება არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.

     ვიდეომიმართვაში ზვიად კუპრავა აცხადებს: „4 ოქტომბერს, დილიდან ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ „სპეცოპერაციის“ პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“.