ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ამის პარალელურად ქვეყნდებოდა მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარებისგან თუ სხვადასხვა პოლიტიკოსისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს პროცესები "გარედან არის ორგანიზებული".
"დაკვეთა გარედან მოდის, ჩვენ ვიხილეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა. ის შემთხვევით ხომ არ მისულა იქ, ეს იყო დავალების გაზიარება, რომ შეუქმნან თბილისის მოსახლეობას ამგვარი დისკომფორტი. ასე რომ, დავალებას ასრულებენ, მზად არიან ციხეში წავიდნენ, ოღონდ უცხოელების დავალება შეასრულონ. სამწუხარო რეალობაა რასაც ვაკვირდებით ამ ჯგუფების სახით, რომლებსაც ყველანაირი კავშირი ეროვნულ ინტერესთან, ქვეყანასთან დაკარგული აქვთ. არადა ფინეთში ხალხს იჭერენ გზის გადაკეტვის გამო და ჩვენთან თავად გადაკეტა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გზა. ჩვენ ვიხილეთ მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ამის პარალელურად ქვეყნდებოდა მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარებისგან თუ სხვადასხვა პოლიტიკოსისგან. ეს იყო ჩვეულებრივი გეგმა ქვეყნის გადატრიალების გარედან დაწერილი და მართული, რომელიც ჩაიშალა", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
