სოფელ დიღომში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით ამოიყვანეს


     სოფელ დიღომში მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძროხა ამწით ამოიყვანეს.

     დიდგორის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მაშველების დახმარება მას შემდეგ ითხოვა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი შინაური ცხოველი სახლში არ დაბრუნდა, მოგვიანებით კი ჭაში ჩავარდნილი იპოვა.

     შინაური ცხოველი მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს