უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დილემის წინაშე არიან, ალბათ, პოლიტიკოსებზე შურისძიება იქნება, გვირჩევნია, შურისძიება ჩვენზე იყოს, ვიდრე ის მოხდეს, რაც უკრაინაში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დილემის წინაშე არიან. ყოველთვის ასეთი პოლიტიკა ჰქონდათ, მთავრობამ საქმე გააკეთაო, ამას ვერ იტყოდნენ, ამიტომ ამბობდნენ, რომ ვიზალიბერალიზაცია ქართველ ხალხს მივეცითო. ახლაც ამბობენ, ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართო და უვიზო მიმოსვლას ქართველ ხალხს გაუუქმებენ? – ვერ გააუქმებენ. ის უსამართლობა, რა უსამართლობის მორევშიც გადაეშვნენ, ამის გაკეთების საშუალებას აღარ აძლევთ. ალბათ, პოლიტიკოსებზე შურისძიება იქნება. გვირჩევნია, რომ შურისძიება ჩვენზე იყოს, ვიდრე ის მოხდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში მოხდა და ხდება“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
წყარო: 1 tv

















