4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, რაც ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად - ირაკლი კობახიძე


     ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული, ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

     როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დეტალებს გამოძიება დაადგენს. 

     „დაველოდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის. იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა. ეს მცდელობა ჩავარდა, დანაშაული დარჩა დანაშაულად. ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული. ზუსტად ამას უკავშირდებოდა სუს-ში გამართული გუშინდელი ბრიფინგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.