აშშ–მ სირია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო სპეციალურ სიაში შეიყვანა– საგარეო უწყება


     საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ–მ სირია იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის შეზღუდვები უწესდებათ.
 
     „2017 და 2018 ფისკალური წლების აშშ-ის ასიგნებების აქტებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერის შესაბამისად, აშშ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომლის შესახებაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. ხსენებული აქტებით გამოყოფილი ნებისმიერი სახის დაფინანსება არ შეიძლება იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად",  – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

      მსგავსი შეზღუდვები დაწესდა ასევე მიმდინარე წელს – ნაურუს, ხოლო 2017 წელს ვენესუელასა და ნიკარაგუას მიმართ.




скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно