"გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა"– კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე


     დედაქალაქის მერის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის შესახებ მსჯელობის დროს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. 

     „პარტია „ქართულმა ოცნებამ" თავისი პოზიცია დააფიქსირა, როდესაც იყო პოლიტსაბჭო. ამასთან დაკავშირებით განცხადება იქნება ჩვენი მხრიდან გაკეთებული. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით და ვსაუბრობდით, რომ ველოდებით, მივიღოთ გადაწყვეტილება. გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, იყო საუბარი, რომ პარტიას უნდა ჰყოლოდა თავისი კანდიდატი, თუმცა იყო ადამიანების კატეგორია, ვინც საუბრობდა, რომ უკეთესი იქნება პოლიტიკურად, პოლიტიკური პლურალიზმის თვალსაზრისით, რომ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს. ვინც იყო წარმოდგენილი დამოუკიდებელ კანდიდატებში, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно