,,სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ საქართველოში და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით"– ილია მეორე


     „ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ვერ გავაკონტროლებთ მას"- ამის შესახებ, უწმინდესმა უნეტარესმა სრულიად საქარველოს კატოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. 

     ,,ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყო გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.

     უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ საქართველოში და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ, მინდა ვთხოვო ჩვენ ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით შეხედონ ამ საკითხს. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს",- განაცხადა ილია მეორემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно