,,ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება ეს მიღებული,"– ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„თქვენ იცით, მღელვარება იყო ჩვენს ერში იმ კანონის გამო, რომელიც ეხება მარიხუანას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკი და მათ შორის მარიხუანა დამღუპველია ადამიანისა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშია ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს პარლამენტს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება ეს მიღებული. იმედია, რომ მშვიდობა დაისადგურებს საქართველოში და ჩვენი ოჯახები დამშვიდდება. შევთხოვთ უფალს რომ უფალმა ისმინოს ჩვენი ლოცვა და უფალმა შთააგონოს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს საჭიროა. საჭიროა მისი გაწვევა,"-განაცხადა ილია მეორემ.