,,მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, მაგრამ არსებობს თბილისის, ქალაქის სიყვარული"– კალაძე


      კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში დედაქალაქის მერიის ყველა პროექტის ირგვლივ ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება.
 
      ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

     „ეს ძალიან უცნაურია. მესმის, რომ ვიღაცას არ მოსწონს კახა კალაძე, „ქართული ოცნება", ქალაქის მთავრობა, მაგრამ არსებობს თბილისის, ქალაქის სიყვარული და მგონი პირიქით, ქალაქის მცხოვრებლები გახარებული უნდა იყვნენ, რომ ასეთი პროექტები ხორციელდება. ოპონენტებს გამოჰყავთ ე.წ. ექსპერტები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი შეუქმნიათ და ვაკის პარკზე, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საუბრობენ. ერთადერთი, რითაც თავი დაგვამახსოვრეს, იყო ის, რომ წითელ ბაღში ოთხი ძირი ხე დარგეს და ისიც გახმა", - განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно