ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება სადახლოზე აღმოაჩინეს.
4 ოქტომბერს, 2,064.5 კგ. ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში აღმოაჩინეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო". ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ა.ს.ს-სა და ს.ა-ს სხეულის სკანერის მეშვეობით, ფიზიკური დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში (996.5 გრ, 1068 გრ. ჯამურად, 2,064.5 კგ.) გამოავლინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.