,,პუტინი სავარაუდოდ, დაკავშირებულია მკვლელობებთან და მოწამვლის ფაქტებთან"- ტრამპი


     ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, დაკავშირებულია მკვლელობებთან და მოწამვლის ფაქტებთან. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა CBS-თან ინტერვიუში გააკეთა.

     ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა დაკავშირებული პუტინი მკვლელობებთან და მოწამვლის ფაქტებთან, ტრამპმა უპასუხა, რომ სავარაუდოდ, ეს ასეა. ამასთან ერთად აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ის პუტინთან საუბრის დროს მაქსიმალურად ხისტი იყო.

     ტრამპმა ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა, თუმცა, მისივე თქმით, უფრო მნიშვნელოვანი ჩინეთის ქმედებები იყო.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/donald-trampi-putini-savaraudod-dakavshirebulia-mkvlelobebtan-da-mowamvlis-faqtebtan/