,,შალვა თათუხაშვილი დაკითხვისას წამებით მოკლეს, გუშინდელი ჩანაწერით, ეს დადასტურდა,"– ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,გოგი თათუხაშვილი არის ძალიან ღირსეული საქართველოს გენერალი,რომელსაც ვილა არ აუშენებია და არც ფული მოუპარავს.სტასბურგში რომ წავიდა, პირველი რამდენიმე თვე უსახლკაროდ იყო და ხშირად ხიდის ქვეშ ათევდა ღამეს. მან სამშობლოს გაუზარდა ორი მეომარი,მათთან ერთად იბრძოდა ომში.მთელი ეს დრო, ის ამბობდა, რომ მისი შვილი შალვა დაკითხვისას წამებით მოკლეს და ამ ფაქტს პროკურატურა უარყოფდა. გუშინდელი ჩანაწერით, ეს დადასტურდა,"– აღნიშნავს სააკაშვილი.