ამის შესახებ, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ,,მედიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის არის ახალგაზრდობის აღმზრდელი, მაგალითის მიმცემი."
„სწორედ აქ, „რადიო თავისუფლება" და „ამერიკის ხმა" იხშობოდა რადიო სადგურით, რომელიც ბაზალეთის ტბაზე არსებობდა საბჭოთა პერიოდში.
სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ადგილი, რომ მეთქვა, როგორც პრეზიდენტი, მე ვიქნები კონსტიტუციით გარანტორი მედიათავისუფლების ყველა ფორმით და საშუალებით, რაც მე მომეცემა.
მედიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის არის ახალგაზრდობის აღმზრდელი, მაგალითის მიმცემი.
პირველი რასაც ვგებულობთ, სწორედ საინფორმაციო სივრციდან მოდის. შესაბამისად, ის სიძულვილის ენა, რომელიც ბოლო დროს გახშირდა ტელეეკრანებზე, არის სრულიად წარმოუდგენელი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე, ევროპულობაზე და ქართველობაზე",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.