,,ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ კი არა, ტიტიკოს ქორწილი შეგრჩებათ"- მძინარაშვილი


      ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 
 
      ,,ქართული ოცნების "იმედი" და ჩიხლაძე, ნაცმოძრაობის "რუსთავი 2" და გაბუნია, "ტვ-პირველი" და ჯერ გაურკვეველია, ვინ, რადგან ინგა გრიგოლია მ მიწვევა არ მიიღო - გადაცემას ვერ ჩააგდებს და ეს არის პროფესიონალიზმის გამოვლინება.

     მაგრამ რა პროფესიონალიზმი უნდა მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, ვინც ტელევიზიებს და ტელეწამყვანებს, ზოგადად, ჟურნალისტებს... ახარისხებს?!

     თქვენ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ აბრაზებთ ჟურნალისტებს.

     მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მაგრამ პიარ-ჯგუფი იმიტომ ჰყავს ადამიანს, რომ უთხრას, რა შეიძლება და რა - არა!

     თუმცა, თქვენ ამას ვერ ეტყვით, რადგან მისთვის არაფერს ნიშნავს თქვენი ე. წ. კონსულტაცია და რჩევა.
თვის ბოლოს ბანკიდან მესიჯი ხომ მოგდით?! ჰოდა, ეგრე!

      P. S. "ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი", მაგრამ ძალიანაც ნუ გამაბრაზებთ!

      P. P. S. არ გამოვა ეს ინტერვიუ-გადაცემა-პრესკონფერენცია და იქნებ მაშინ მაინც მიხვდეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. ოღონდ, იმას ნუ გვეტყვით, აი, მოვიწვიეთ და არ მოვიდნენო.

      ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ კი არა, ტიტიკოს ქორწილი შეგრჩებათ!"– წერს ბონდო მძინარაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно