,,არ დავუშვებთ, საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ"- ბახტაძე


      არ დავუშვებთ, საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
 
     საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რათა ეს არჩევნები ჩატარებულიყო თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.

     „რამდენიმე დღეში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს. ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. საქართველო ამ არჩევნებით კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიის ტესტს ჩაატარებს და მჯერა, რომ ყველა ერთად, თითოეული მოქალაქე ამ ტესტს ჩავაბარებთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყნას ეკადრება.

     „თუმცა აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, ჰქონოდა ნამდვილი ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა ბოლომდე გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ. მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი და კონკურენტული გარემო. შესაბამისად გპირდებით, რომ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно