,,ვაშაძე თუ არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება"– ფოფხაძე


     „თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების"– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
 
     მისი თმით, ,,ნაციონალური მოძრაობის" შესაძლო დაბრუნების თავიდან აცილების მიზნით, გუნდში ყველა გაერთიანდება.
 
     ,,ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანონ. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომელიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა", – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно