,,ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? - არა!" – ზურაბიშვილი


     ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა, მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? - არა!"– აღნიშნული განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
 
      სალომე ზურაბიშვილის აზრით ადგილი პირველ ტურში პირველი ადგილი გამარჯვებაა და შესაბამისად კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.
 
      „შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება, ველოდით მეტს. პირველ ტურში პირველი ადგილი ესაა გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის ცილისწამების  ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველი ადგილი პირველ ტურში. ,,რუსთავი 2" ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა და რა - ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა, მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? - არა! მე მგონი, არ მიცნობენ! კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული, ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის!" -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно