აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი თავისი ნავთობის გაყიდვას გააგრძელებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა.
„ამერიკას სურდა, რომ ირანული ნავთობის გაყიდვები ნულამდე დაეყვანა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ნავთობის გაყიდვას, რომ სანქციები გავარღვიოთ", – განაცხადა როუჰანიმ.
აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ დღეიდან ამოქმედდა. ახალი შეზღუდვები მიმართულია ძირითადად, ირანის სანავთობო და საბანკო სექტორების წინააღმდეგ.
წყარო: https://1tv.ge/news/hasan-rouhani-ashsh-sanqciebis-miukhedavad-irani-navtobis-gayidvas-gaagrdzelebs/
