პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის გაკეთებულ განცხადებას მუქარის თაობაზე მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება:
,,არამგონია მართლა რომელიმე სამხედრო ემუქრებოდეს მოღალატეს და მის ოჯახს, ეს დიდი ალბათობით ტყუილია,როგორც ბევრი სხვა რამ.თუ ამ განცხადებას რამე საფუძველი აქვს,პოლიცია და სუსი მათ ხელშია და მიაკვლიონ,ის კი უტყუარი ფაქტია,რომ მოღალატე სალომე ნამდვილად ემუქრება ჩვენ გმირ სამხედროებს ციხეში ჩასმით იმისთვის,რომ მათ დაიცვეს სამშობლო და ამას ის ვერანაირი ვირეშმაკობით და თავის მოკატუნებით ვერ გადაფარავს"- წერს მიხეილ სააკაშვილი.
